Posts

სავარჯიშო პრეზენტაცია

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეილება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები  შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის. თუ როგორ შეიძლება მოსწავლეების ეფექტური ჩართვა შეფასების პროცესში,საინტერესო  იყო  შეფასების სტრატეგიების განხილვა,მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა და ბოლოს მეხუთე მოდულის საბოლოო შეჯამება.იმედი მაქვს,ჩემ  შემდგომ საქმიანობაში ამ ყველაფერს წარმატებულად გამოვიყენებ,ამისთვის დიდი მადლობა ინტელსა და მის ტრენერს დათო მალანიას საინტერესო,მეტად საჭირო მასალისთვის,ტრენინგისთვის.

მე-4 მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენებთ ინერნეტს თემაში,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენებას.ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შეფასება,საინტერესო იყო აქტივობა:მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული პროცესი; სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.

მესამე მოდულის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე დავასრულეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების გამოყენების თემა,ვისაუბრეთ თემებზე:  სტანდარტებით განსაზღრული შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოში,ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი  და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.

მე-2 მოდულის რეფლექსია

მეორე  მოდულით ვისწავლე სტანდარტების გათვალისწინება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების გამოყენება რამდენიმე  თვალსაზრისით. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მთავარ,საკვანძო სიტყვებს,,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს,გონებრივი იერიშის კითხვარით შევეცადე, გავრკვეულვიყავი ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს შორის განსხვავებაში,რაც ხელს უწყობს პროექტს სწორად დაგეგმვაში. ზოგადი შეკითხვა 

პირველი მოდულის რეფლექსია

            ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,თუმცა ბევრი ინფორმაცია არ იყო უცხო. მოდულმა ახლებურად დამანახა  პროექტის საჭიროება,აუცილებლობა, მისთვის მზადება,,საკუთარი როლის დანახვა სასწავლო გეგმის შედგენაში, სასწავლო მიზნის გამოკვეთა. ძალიან საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა,ჩემთვის სიახლე იყო პორტფოლიოსა და პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი.   ,